გურიაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები „აჭარა ტექსტილსა“ და დაბა ლაითურს უკავშირდება.
„16- დან 13 შემთხვევა „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება. ინფიცირებულები აღნიშნული ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი ამ დროისათვის შესაბამისი პროფილის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. რაც შეეხება გურიაში მცხოვრებ, „აჭარა ტექსტილის“ სხვა თანამშრომლებს, ისინი საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. აქვე გეტყვით იმას, რომ ოზურგეთის ყველა სკოლა მომატებული რისკის გამო სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი, სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუ რაიმე ახალი გამოვლინება იქნა მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.