გურიაში გამოკვლეული 15 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
გურიაში გამოკვლეული 15 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
„ლაბორატორიიდან მივიღეთ კვლევების შედეგები. ჩვენ მიერ გატესტილი 15 პირიდან, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ეს ადამიანები ე.წ ხოფის კლასტერს მიეკუთვნებიან. ეპიდემიოლოგები აგრძელებენ მუშაობას. მინდა, მოსახლეობას მივმართო, შეინარჩუნონ სიმშვიდე. გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.