გურიაში დღეს კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.
„კვლავაც გაგრძელდება საეჭვო პაციენტების კვლევები. ტარდება პისიარ კვლევები, ასევე ანტიგენით ტესტირება. ვმუშაობთ ჩვეულ რეჟიმში“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ.