დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება 4 იანვრიდან გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან ცხრა გურიაში გამოვლინდა.
„ახალი წლის დღეებში, ოზურგეთში, მხოლოდ ერთ პუნქტში მიმდინარეობს ტესტირება. სწრაფი ტესტების მეშვეობით ხდება ინფიცირებულთა გამოვლენა. 4 იანვრიდან კვლავ გაგრძელდება მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.