გურიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 68 შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათ შორის არიან ბავშვებიც.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. გურიაში დაახლოებით 100-მდე ნიმუშის კვლევა ხორციელდება, დანარჩენებს კი ვაგზავნით ბათუმის ლაბორატორიაში“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 ადამიანი, გარდაიცვალა 34 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 57 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 42 572 გამოჯანმრთელდა, 475 კი გარდაიცვალა.