გურიაში ადგილობრივი ხელისუფლება, სასაფლაოებზე მოქალაქეთა გასვლის აღკვეთის მიზნით, სამხედრო ძალებს დაიხმარს
გურიაში ადგილობრივი ხელისუფლება, სასაფლაოებზე მოქალაქეთა გასვლის აღკვეთის მიზნით, დამატებით სამხედრო ძალებს დაიხმარს.
„გურიაში 400 სასაფლაოა. ჩვენ შესაძლოა, არ გვეყოს რესურსი ყველას გასაკონტროლებლად, რომ მოსახლეობა საფლავებზე არ გავიდეს. ვგეგმავთ, დავიხმაროთ თავდაცვის სამინისტროს, პოლიციის წარმომადგენლები და მოხალისეები. აღნიშნული ღონისძიება ვირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.