გურან მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს აღქმებით იღებს, იგივე თქვა მოსამართლემაც, მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ აქვს აღქმა, რომ ფარულობა დაირღვა
გურან მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს აღქმებით იღებს, იგივე თქვა მოსამართლემაც, მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ აქვს აღქმა, რომ ფარულობა დაირღვა

სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ ასეთი აღქმა მაქვსო, როგორც ჩანს, აღქმებით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ფიქრობენ, მათი მხარდამჭერი მოსამართლეებიც, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მოსამართლის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობთ, სასამართლო სწორედ „ნაცმოძრაობის“ დროს იყო პოლიტიზებული და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პოლიტიკური მართლმსაჯულების წარმომადგენლები შემორჩნენ. ამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ ასეთი აღქმა მაქვსო, როგორც ჩანს, აღქმებით არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები ფიქრობენ, არამედ მათი მხარდამჭერი მოსამართლეებიც. ჩვენ ვნახეთ, რომ ის და მისი ოჯახი თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის“ აქტივში არიან გადავარდნილი. „ნაცმოძრაობის“ სასამართლო პოლიტიზებული იყო და, როგორც ჩანს, ანასხლეტები დარჩა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს აღქმებით იღებს და არა მტკიცებულებებით, იგივე თქვა მოსამართლემაც, რომ მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ აქვს აღქმა, რომ ფარულობა დაირღვა.

„ხმების მრავალათასიან გაყალბებას რაც შეეხება, რაზეც თავად საუბრობენ, ერთი ცოცხალი მოწმე როგორ ვერ მოიძიეს? რაც შეეხება ფარულობის დარღვევას, ფარულობა შეიძლება დაირღვეს მხოლოდ არჩევნების დღეს. ამიტომ არის კომისიაში ოპოზიციის ათიათასობით წარმომადგენელი და ათასობით დამკვირვებელი. ხმის ფარულობის დარღვევაზე 3 111 უბნიდან სულ რაღაც შვიდი საჩივარი შევიდა, რასაც არგუმენტაცია არ ჰქონდა. არ შეიძლება, ფარულობის დარღვევაზე მეორე და მეათე დღეს ისაუბრო, მაშინ როდესაც მოსამართლეს ამის არანაირი მტკიცებულება არ აქვს. ეს მოსამართლე პოლიტიზებულია, სასამართლოს გადმონაშთია და საკუთარი ოჯახით „ნაცმოძრაობის“ აქტივისტია. „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტილებებს აღქმებით იღებს და არა მტკიცებულებებით. იგივე თქვა მოსამართლემაც, რომ არა აქვს მტკიცებულება, მაგრამ აქვს აღქმა, რომ ფარულობა დაირღვა. ხმის ფარულობის დარღვევის ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.