თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში მკვლელობა მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ცხედრები საცხოვრებელ ბინაში იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.