თბილისში, გურამიშვილის გამზირზე დილის საათებში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება.
უწყების ცნობით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ოთხი სართული დაზიანდა. განხორციელდა კორპუსის ევაკუაცია.
აფეთქების შედეგად ნანგრევებისგან დაზიანებულია ეზოში მდგარი ავტომობილებიც.
სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული.