გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტი გაიხსნა
გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტი გაიხსნა.
ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინული ინსტიტუტის გახსნა მიზნად ისახავს ქართველი და უკრაინელი ხალხის კულტურათაშორისი დიალოგისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებების გაძლიერებას.
ღონისძიება გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის კანცლერმა ელისო ელისაშვილმა და ფილოლოგიის დოქტორმა, კვლევითი მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქართულ-უკრაინული ენისა და კულტურის ინსტიტუტის დირექტორმა ზოია ადამიამ.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ტატიანა კოლოტილოვა და საქართველოში უკრაინული დიასპორის წარმომადგენელი ვალენტინა მარჯანიშვილი.