გურამ ნიკოლაშვილი - ამ არჩევნებზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დემოკრატია შედგა
გურამ ნიკოლაშვილი - ამ არჩევნებზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დემოკრატია შედგა

ამ არჩევნებზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დემოკრატია შედგა, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ანალიტიკოსმა გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

„2012 წლამდე და ყველა მანამდე ჩატარებულ არჩევნებს სულ ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კი, ეს მომენტი მოიხსნა“, – განაცხადა ნიკოლაშვილმა.

როგორც ნიკოლაშვილმა აღნიშნა, განშტოებების ხმებიც რომ დავაჯამოთ, ამ არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი ხმა არ აუღია, რაც 2012 წლის არჩევნებზე აიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმის ნახევარი მიიღო, რაც – 2012 წელს.

„ეს არის ამომრჩევლის გზავნილი „ქართული ოცნებისადმი“, რომ ჩვენ რაღაც არ მოგვწონს“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.