გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხი ოპოზიციის საქმე არ არის და ეს არც შეთანხმების დოკუმენტშია გათვალისწინებული
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხი ოპოზიციის საქმე არ არის და ეს არც შეთანხმების დოკუმენტშია გათვალისწინებული

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ოპოზიციის საქმე არ არის და ეს არც შეთანხმების დოკუმენტშია გათვალისწინებული.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, თამარ ჟვანია საკმაოდ კომპეტენტურია და საარჩევნო პროცესებს კარგად უძღვებოდა.

„მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი ნამდვილად არ არის არც შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე. მთავარია, ცესკო-ს ფორმირება ისე მოხდება, როგორც ეს შეთანხმებაში წერია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.