გურამ მაჭარაშვილი - ზურაბიშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება ყველა იმ ადამიანივით, რომელიც ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა და პროკურატურაში მტკიცებულება ვერ მიიტანა
გურამ მაჭარაშვილი - ზურაბიშვილი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩება ყველა იმ ადამიანივით, რომელიც ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა და პროკურატურაში მტკიცებულება ვერ მიიტანა

პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს პროკურატურის შეეშინდა, ვერ მივიდოდა და ვერ იტყოდა, გაყალბების აღქმა მაქვსო, თენგო გეტყვითო. პროკურატურაში ეს მტკიცებულებად არ გამოდგებოდა, ამიტომაც ვერ მივიდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არც ზურაბიშვილს და არც რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ ექნებოდათ, გამოგონილი აღქმებით დაიწყებდნენ მობილიზებას, რომ როგორმე ხალხი გამოეყვანათ. ახლა როდესაც ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და უთხრა, მიბრძანდით და მიიტანეთ მტკიცებულებებიო, პრეზიდენტად წოდებულმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ იქ ვერ მივა, რადგან ვერც განცხადებებში და ვერც საჯარო სივრცეში ვერანაირი მტკიცებულება ვერ მიიტანა. პროკურატურის შეეშინდა, იქ ხომ ვერ მივიდოდა და ვერ იტყოდა, გაყალბების აღქმა მაქვსო, თენგო გეტყვითო, რწმენა მაქვს ასეთიო. პროკურატურაში ეს მტკიცებულებად არ გამოდგებოდა, ამიტომაც ვერ მივიდა და არ აპირებს მისვლას ზურაბიშვილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება დაინახავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ახირება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასერიოზული და დამცინავიც არის.

„ბურთი და მოედანი როდესაც გაქვს, პროკურატურამ გამოძიება დაიწო ზუსტად ზურაბიშვილის და რადიკალური ოპოზიციის თხოვნის და მოთხოვნის საფუძველზე, თითქოს გაყალბდა ასიათასობით ხმა, პროკურატურაში არ მიდიან და მტკიცებულებები არ მიაქვთ. წავიდა ის დრო, როდესაც რაღაც რწმენაში ხარ და აღქმები გაქვს, ტანში ჟრუანტელით გრძნობ, მერე ვერ გაიგებ და თენგოც ვეღარ გვეტყვის ვერაფერს, ასეთი დრო უკვე წავიდა. ზურაბიშვილი ისევე დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში, როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა და შემდეგ მტკიცებულება ვერ მიიტანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.