გურამ მაჭარაშვილი - ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში გარბის, რათა კანონი გააუქმოს, თურმე ეს შესაძლებელია და მისი სამართლებრივი აქტის შეჩერება მეორედ მოსვლა ყოფილა
სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში გარბის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გააუქმოს, ეს შესაძლებელი ყოფილა და მისი, როგორც ნომინალური პრეზიდენტის, სამართლებრივი აქტი რომ შეაჩეროს საქალაქო სასამართლომ, ეს ყოფილა მეორედ მოსვლა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „ალოგიკურობის გარდა, უცოდინარობაა“.
„რა თქმა უნდა, სასამართლოს საქმეა, ნებისმიერი სამართლებრივი აქტი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს. ეს შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ სასამართლომ რომ ქვემდებარე აქტი უნდა განიხილოს, ეს ანი და ბანია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა.