გურამ მაჭარაშვილი - ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ვიმსახურებთ სტატუსის მიღებას, ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს იქნება რუსეთის სასარგებლო და საქართველოს საწინააღმდეგო
გურამ მაჭარაშვილი - ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ვიმსახურებთ სტატუსის მიღებას, ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს იქნება რუსეთის სასარგებლო და საქართველოს საწინააღმდეგო

ჩვენ ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს და ვიმსახურებთ, სტატუსი მივიღოთ. ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს იქნება რუსეთის სასარგებლო და საქართველოს საწინააღმდეგო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი პოლარიზაციას შეუწყობს ხელს.

„კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მონიჭება თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ევროკავშირზე. არსებობს ევროკომისიის ანგარიში, რომ ასოცირებულ ტრიოში საქართველო პირველ ადგილზეა. დღეს ვის აწყობს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს? რუსეთს აწყობს თუ არა? რა თქმა უნდა, აწყობს. ჩვენ ყველა გამოცდა ჩაბარებული გვაქვს და ვიმსახურებთ, სტატუსი მივიღოთ. თუ ევროკავშირის მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს, ეს იქნება რუსეთის სასარგებლო და საქართველოს საწინააღმდეგო. იმედი მაქვს, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სტატუსის არმოცემა პოლარიზაციას შეუწყობს ხელს და ეს რუსეთისთვის იქნება სასარგებლო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, რადგან თავად არ არიან ხელისუფლებაში და ამას არც მალავენ.

„როცა საუბარია, ვინ არის რუსეთის პოლიტიკის მომხრე და ვინ პროდასავლური, გასაგებია, კანდიდატის სტატუსის მიღება ვის არ აწყობს. რუსეთს არ აწყობს, არც ოპოზიციას. გამოდის, რომ საქართველოში პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი რადიკალური ოპოზიცია ყოფილა. ჩვენ ვამბობთ, რომ სტატუსი გვინდა. ანუ, ვართ პროდასავლურები. ეს არის რეალური სახე – ევროპულ ტანსაცმელს რომ ჩაიცვამ, ეს არ ნიშნავს, რომ ევროინტეგრაცია გინდა. როცა საკუთარ ქვეყანაზე იტყვი, რომ სტატუსს არ იმსახურებს, ეს არის პრორუსული პოლიტიკა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.