გურამ მაჭარაშვილი - წინასაარჩევნოდ ზურაბ ჯაფარიძე რომ ამერიკაში დადის და მე - რეგიონებში, აჩვენებს, ვინ საიდან ელოდება ლეგიტიმაციას, მე ხალხისგან ველოდები, ის - უცხოეთისგან
წინასაარჩევნოდ ზურაბ ჯაფარიძე რომ ამერიკაში დადის და მე – რეგიონებში, აჩვენებს, ვინ საიდან ელოდება ლეგიტიმაციას, მე ხალხისგან ველოდები, ის – უცხოეთისგან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ში დადის, რათა ინსტრუქციები მიიღოს, თუ აქ რა სცენარს განავითარებს.
„წინასაარჩევნოდ ზურა ჯაფარიძე რომ ამერიკაში დადის და მე – რეგიონებში, იმას აჩვენებს, ვინ საიდან ელოდება ლეგიტიმაციას, მე ხალხისგან ველოდები, ის – უცხოეთისგან. ამერიკაში დადიან, რათა ინსტრუქციები მიიღონ, აქ რა სცენარებს განავითარებენ. ჩვენ რეგიონებში იმიტომ დავდივართ, რომ საზოგადოებას ვპირდებით მშვიდობას, სტაბილურობას, ტრადიციების შენარჩუნებას, ხოლო ჯაფარიძე და მისნაირები უცხოეთში დადიან და მათ ჰპირდებიან მეორე ფრონტს, საქართველოს განადგურებას და კაცების გათხოვების დაკანონებას“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.