გურამ მაჭარაშვილი - წინასაარჩევნოდ გვექნება გენერალური ხაზი, რომ ვიცავთ ქართულ ტრადიციებს, ოპოზიციის გენერალური ხაზი კი „ვიცავთ ლგბტ პროპაგანდას“ იქნება
ლგბტ პროპაგანდის შესახებ პრინციპი გვაქვს, რომ ეს უნდა აიკრძალოს. როგორი უნდა იყოს ფორმა, ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ოპოზიციის წინადადებას ველოდებით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციისგან წინადადებების წარდგენის იმედი აღარ აქვს.
„ამის იმედი უკვე აღარ მაქვს და პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ წინასაარჩევნოდ გვექნება გენერალური ხაზი – ვიცავთ ქართულ ტრადიციებს, ოპოზიციას ექნება – იცავენ ლგბტ პროპაგანდას. მათი გენერალური ხაზი სწორედ ეს იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.