გურამ მაჭარაშვილი - წამებისგან თავისუფლების ინდექსით, საქართველო 46-ე ადგილზეა, უსწრებს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირის ქვეყნებს, 2012 წელს კი 147-ე ადგილზე იყო
გურამ მაჭარაშვილი - წამებისგან თავისუფლების ინდექსით, საქართველო 46-ე ადგილზეა, უსწრებს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირის ქვეყნებს, 2012 წელს კი 147-ე ადგილზე იყო

დღეს ვნახეთ ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო დაწინაურდა 101 პუნქტით და არის 46-ე ადგილზე, როცა 2012 წელს იყო 147-ე ადგილზე, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს, ავღანეთს და ასეთი ტიპის ქვეყნებს ჩამოვრჩებოდით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნის მიხედვით, წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო უსწრებს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

„ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილის დაბრუნებით, მათ უნდათ, დააბრუნონ წამება საქართველოში, ეკონომიკის დაღმავლობა საქართველოში და, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება არ აირჩევს. ზურაბიშვილისგან ჩვენ მოლოდინებს ვერ განვსაზღვრავთ, რადგან არაადეკვატურია. რასაც ეტყვიან, ზოგადად იმას ასრულებს, თუმცა ეს გადაწყვეტილება, თუ თეორიულად მოუწევს შეწყალება, იქნება უმძიმესი, პირველ რიგში, მისთვის და „ხალხის ძალას“ დაანონსებული გვაქვს, რას ვაპირებთ, თუ იგი მაინც, მიუხედავად ასეთი რთული პროცესებისა, მოახერხებს და შეიწყალებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.