გურამ მაჭარაშვილი - ვინმეს თუ კითხვები გაუჩნდება ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის დასკვნაზე, მიმართონ იმ დელეგაციას, რომელმაც დოკუმენტების გათვალისწინებით თქვა, რომ საქართველოში შავი ხვრელები არ არსებობს
ვინმეს თუ კითხვები გაუჩნდება ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის დასკვნაზე, ამ ქვეყნების ხელისუფლებებსა და მათ წარმომადგენლებს მიმართონ, ვინც საქართველოში წერტილი დაუსვა იმ მანიპულაციებს, რასაც ჰქვია საერთაშორისო სანქციებისთვის თავის არიდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „თუ ვინმეს კითხვები აქვს, იმ დელეგაციას მიმართოს, რომელიც საქართველოში სპეციალურად იყო ჩამოსული“.
„მიმართონ იმ დელეგაციას, რომელმაც დოკუმენტების გათვალისწინებით თქვა, რომ საქართველოში არანაირი შავი ხვრელები არ არსებობს, საქართველოს ხელისუფლებას კი მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო დეპარტამენტმა და სავალუტო ფონდმა თქვეს, რომ საქართველოში საერთაშორისო სანქციებიდან თავის არიდება არ ხდება. ბევრი ინსტიტუციაა და ვისაც კითხვა აქვს, მათ მიმართონ, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში სანქციების თავის არიდების საშუალებები არ არსებობს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.