გურამ მაჭარაშვილი - ვიდრე რადიკალური ოპოზიციის ფორმულა იქნება, რომ საქართველოს წარმატება მათ წარუმატებლობას უდრის, მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნებათ
სამწუხაროდ, რაიმე მოლოდინი არ მაქვს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება, თუმცა ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ. მცდელობები ექნებათ, რომელი უფრო მეტ დესტრუქციას გამოიჩენს, რომ საპარლამენტო სიაში მოხვდეს, მათი მიზანი სწორედ ეს არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.
„ვიდრე რადიკალური ოპოზიციის ფორმულა იქნება, რომ საქართველოს წარმატება მათ წარუმატებლობას უდრის, ბუნებრივია, მათ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნებათ. დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე თავის გუნდთან ერთად განავითარებს ეკონომიკურ პარამეტრებს, რასაც სავალუტო ფონდი ადასტურებს და ასევე, მოხდება მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.