გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიას მადლობა უნდა ვუთხრათ, წინასაარჩევნოდ წყალგამყოფი დააყენა და 26 ოქტომბერს არჩევანს გააკეთებს ან ლგბტ საქართველო, ან ტრადიციული საქართველო, მშვიდობა ან ომი
გურამ მაჭარაშვილი - ვენეციის კომისიას მადლობა უნდა ვუთხრათ, წინასაარჩევნოდ წყალგამყოფი დააყენა და 26 ოქტომბერს არჩევანს გააკეთებს ან ლგბტ საქართველო, ან ტრადიციული საქართველო, მშვიდობა ან ომი

ვენეციის კომისიას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ წინასაარჩევნოდ წყალგამყოფი დააყენა და 26 ოქტომბერს არჩევანს გააკეთებს ან ლგბტ საქართველო, ან ტრადიციული საქართველო, მშვიდობა ან ომი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომისია დასკვნის სახით უკვე პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველოში კონსტიტუციიდან ქალისა და მამაკაცის ოჯახის ცნება იყოს წაშლილი და ერთნაირსქესიანთა ქორწინება იყოს დაკანონებული.

„საქართველოს მიმართ თუ ერთნაირსქესიანთა დაკანონებასთან დაკავშირებით აქამდე საჯარო განცხადებები და ზეწოლა იყო, ახლა უკვე ვენეციის კომისიის ოფიციალური დოკუმენტია დასკვნის სახით, სადაც პირდაპირ ითხოვენ, რომ საქართველოში კონსტიტუციიდან ქალისა და მამაკაცის ოჯახის ცნება წავშალოთ და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ. ეს არის გულსატკენი, რადგან საერთაშორისო ინსტიტუცია გადაიქცა ლგბტ პროპაგანდის მექანიზმად. მეორე მხრივ, ამ კომისიას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ, პრაქტიკულად, წინასაარჩევნოდ წყალგამყოფი დააყენა და 26 ოქტომბერს არჩევანს გააკეთებს ან ლგბტ საქართველო, ან ტრადიციული საქართველო, მშვიდობა ან ომი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ აქამდეც ლგბტ დროშა ეკავათ ხელში და მხარს უჭერდნენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, მაგრამ ერთი დღე აქვთ, რომ თავიანთი ოფისებიდან ჩამოხსნან ლგბტ დროშა და ეროვნული დროშა დაკიდონ. თუ ამას არ გააკეთებენ და კანონს მხარს არ დაუჭერენ, მათი ნებაა, მაგრამ მათივე ამომრჩევლის უმრავლესობა უარს ეტყვით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.