გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალები ცდილობენ, ე.წ. მესამე ძალა შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ ან ერთ-ერთ ლიდერად გახადონ სალომე ზურაბიშვილი, ეს დღეს ზურაბიშვილმა პირდაპირ აღიარა
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალები ცდილობენ, ე.წ. მესამე ძალა შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ ან ერთ-ერთ ლიდერად გახადონ სალომე ზურაბიშვილი, ეს დღეს ზურაბიშვილმა პირდაპირ აღიარა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი დღეს აღიარებს, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და ზუსტად ამას ამბობდა „ხალხის ძალაც“, თუმცა მაშინ სალომე ზურაბიშვილი სხვა აზრზე იყო.

მისივე თქმით, უცხოური ძალები ცდილობენ, საქართველოში ე.წ. მესამე ძალა შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ ან ერთ-ერთ ლიდერად გახადონ სალომე ზურაბიშვილი. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ეს აღიარა.

„გამოდის, რომ ქალბატონი სალომე ჩვენ, „ხალხის ძალას“ გვეთანხმება, როცა ვამბობდით – დიახ, საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. თუ გვეკუთვნოდა, აქამდე რატომ არ მოგვანიჭეს? ე.ი. უსამართლოდ დაგვსაჯეს. ჩვენც ამას ვამბობთ ზუსტად, რომ ადრეც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი და უსამართლოდ დაგვსაჯეს. პრეზიდენტი როდესაც აღიარებს, რომ გვეკუთვნოდა, მაშინ გვიპასუხოს, რატომ არ მოგვცეს ადრე? რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობთ და ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ დიდი ალბათობაა, უცხოური ძალები ცდილობენ, აქ ე.წ. მესამე ძალა შექმნან და შემდეგ სათავეში ჩაუყენონ თუ ერთ-ერთ ლიდერად გახადონ სალომე ზურაბიშვილი, ეს დღეს მან პირდაპირ აღიარა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.