გურამ მაჭარაშვილი - ფეხსაცმლიდან რომ ამოვარდები და რუსეთის მოქალაქისთვის გამარჯობის თქმისთვისაც ვინმეს დადანაშაულება გინდა, მაშინ მათთან გარიგება არ უნდა დადო, ვაშაძემ რუსეთზე რა უნდა თქვას
„ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, ჩვენ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით არ ვიღებთ, რა მოეწონებათ რუსებს და რა – არა. გადაწყვეტილებებს ვიღებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღესაც „ნაცმოძრაობა“ რუსეთის მოწონება-არმოწონების გეგმაზეა „აგებული“.
„რუსეთის ხელისუფლების განცხადებებთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის პოზიციონირება ნიშანდობლივია. რადიკალური ოპოზიცია თავად იყენებს რუსეთის რომელიმე თანამდებობის პირის განცხადებას. „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, რა მოეწონებათ რუსებს და რა – არა. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან.
ბუნებრივია, ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან ვიქნებით, თუმცა, როგორც ყველა ნორმალური ქვეყანა, გამოვალთ საქართველოს ინტერესებიდან. დღესაც კი „ნაცმოძრაობა“ აგებულია რუსეთის მოწონება-არმოწონების გეგმაზე. ჩვენ ამ გეგმით არ მივდივართ, მივდივართ საქართველოს დღის წესრიგის მიხედვით, მათ ფანტაზიებში რა იქნება, ვერ გეტყვით. სამწუხაროა, რომ ლავროვს ვერაფერს პასუხობს. რასაც ამბობს, საწინააღმდეგო აზრი ჩნდება ხალხში. მაგალითად, რუსეთზე ელენე ხოშტარიამ რა უნდა თქვას, ან ჭიჭე ვაშაძემ, რომელსაც თურმე უძრავი ქონების სააგენტო ჰქონია და როგორც ჩანს, სადარბაზოსთან ბინათმესაკუთრეებს ესაუბრებოდა, რომ თავისი ბინა გაექირავებინა რუსებზე. შეიძლება, აქ პრობლემა ოფიციალურად არ იყოს, მაგრამ როცა ტრიბუნასთან ფეხსაცმლიდან ამოვარდები და გინდა, რუსეთის მოქალაქისთვის გამარჯობის თქმისთვისაც ვინმე დაადანაშაულო, მაშინ რუსეთის მოქალაქესთან ასეთი გარიგება არ უნდა დადო. ეს არის მათი სახე და ეს არის პრობლემა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.