გურამ მაჭარაშვილი - დონალდ ტრამპმა, ფაქტობრივად, დააანონსა ის, რის გაუქმებასაც ჩვენ გვთხოვენ, გამობრძანდეს ზურაბიშვილი და ტრამპს მოსთხოვოს, არ მიიღოს კანონი, აბა, გაბედონ, ამას ველოდები
გურამ მაჭარაშვილი - დონალდ ტრამპმა, ფაქტობრივად, დააანონსა ის, რის გაუქმებასაც ჩვენ გვთხოვენ, გამობრძანდეს ზურაბიშვილი და ტრამპს მოსთხოვოს, არ მიიღოს კანონი, აბა, გაბედონ, ამას ველოდები

დონალდ ტრამპმა, ფაქტობრივად, დააანონსა ის, რომლის თაობაზეც ჩვენ მივიღეთ კანონი და რის გაუქმებასაც გვთხოვენ. სალომე ზურაბიშვილი გამობრძანდეს და ტრამპს მოსთხოვოს, კანონი არ მიიღო, დემოკრატიის უკუსვლას გამოიწვევსო. აბა, გაბედონ, ამას ველოდები, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი.

„გათხოვილი კაცების და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა „კომედი შოუს“ თუ დააინტერესებს და კადრებს აიღებს, ამ შეხვედრას სხვა დატვირთვა არ აქვს. თუნდაც ავიღოთ ამ გათხოვილი კაცის ან არასამთავრობო სექტორის განცხადებები დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომელიც აანონსებს იმ კანონის მიღებას, რომლის გაუქმებას გათხოვილი კაცი და მისი რაზმი გვთხოვენ. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სკოლებში ტრანსგენდერის სიგიჟის წახალისებას არ დაუშვებს და ის კაცისა და ქალის გენდერს დააკანონებს, სქესის შეცვლას აკრძალავს. ფაქტობრივად, დონალდ ტრამპმა დააანონსა ის, რის თაობაზეც კანონი ჩვენ მივიღეთ და რის გაუქმებასაც გვთხოვენ. სალომე ზურაბიშვილი გამობრძანდეს და ტრამპი გააკრიტიკოს. მას მოსთხოვოს, ეს კანონი არ მიიღო, დემოკრატიის უკუსვლას გამოიწვევსო. აბა, გაბედონ, ამას ველოდები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.