გურამ მაჭარაშვილი - სხვა ქვეყანაში წაუსვლელობა და ლგბტ დროშით ამერიკაში არწასვლა დამაბრკოლებელი ვერ იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის, ეს ყველა ქვეყანას გაგებული აქვს და თუ ვერ გაიგეს, გავუმეორებთ

სხვა ქვეყანაში წაუსვლელობა და ლგბტ დროშით ამერიკაში არწასვლა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის დამაბრკოლებელი ვერ იქნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა განაცხადა, „მგონი, ეს ყველა ქვეყანას გაგებული აქვს და თუ ვერ გაიგეს, გავუმეორებთ“.

„ჩვენი წინაპრები სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენისთვის თავს და სიცოცხლეს სწირავდნენ. სხვა ქვეყანაში წაუსვლელობა და ლგბტ დროშით ამერიკაში არწასვლა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის დამაბრკოლებელი ვერ იქნება. მგონი, ეს ყველა ქვეყანას გაგებული აქვს და თუ ვერ გაიგეს, გავუმეორებთ. მკითხეთ, როგორ მაინტერესებს, შემიზღუდავენ თუ არა ამერიკაში წასვლას. რა საპირწონეს მიყენებენ? როცა მეუბნებიან, შენი ქვეყნისთვის ნუ იბრძოლებო, ეს შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.