გურამ მაჭარაშვილი - შეურაცხმყოფელია „მაგნიტსკის სიისა“ და სააკაშვილის საქმის დაკავშირება, სიაზე საუბარი იმდენად გააუფასურეს, რომ ინტერესი არავის აქვს
„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „მაგნიტსკის სიისა“ და მიხეილ სააკაშვილის საქმის დაკავშირება შეურაცხმყოფელია.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, სიაზე საუბარი იმდენად გააუფასურეს, რომ ინტერესი არავის აქვს.
„აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა „მაგნიტსკის სიასა“ და პატიმარ სააკაშვილს მდგომარეობას შორის. მაგნიტსკის შემთხვევაში მართლაც იყო პატიმრის უფლებების დარღვევა, სააკაშვილი კი არათუ საპატიმროში იმყოფება, არამედ საავადმყოფოში, ლუქს პალატაში, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ყოველდღე ორ ბოთლ კონიაკს მიირთმევს და შემდეგ ცარიელ ბოთლებს ექთნებს ესვრის. მინიმუმ, შეურაცხმყოფელია, როცა საუბარია „მაგნიტსკის სიისა“ და სააკაშვილის საქმის დაკავშირებაზე. სიაზე საუბარი იმდენად გააუფასურეს, რომ ინტერესი არავის აქვს, მასში ვის ჩაწერენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.