გურამ მაჭარაშვილი - შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ოპოზიციურ სპექტრში პარტიები გაერთიანდებიან თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, ნულს რამდენი ნულიც არ უნდა მიუმატო, მაინც ნულს მივიღებთ
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ოპოზიციურ სპექტრში რომელი პარტია რომელს შეუერთდება, რომელს გამოაკლდება, გაერთიანდებიან თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, ნულს რამდენი ნულიც არ უნდა მიუმატო, მაინც ნულს მივიღებთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის ნდობა აღარ აქვს.
„მათი ქმედებებიდან, ბუნებიდან, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის ნდობა აღარ აქვს. საზოგადოებას აქვს დღის წესრიგი, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არის სწორი, პრაგმატული, თუმცა, რასაკვირველია, ოპოზიცია საჭიროა ქვეყანაში. იმედი მაქვს, 2024 წლისთვის ელექტორატი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აძლევდა ხმას, ნორმალურ, ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.