გურამ მაჭარაშვილი - სენატიდან გზავნილები იყო, რომ ევროპული კურსი გაგრძელდეს, მათ შორის ოპოზიციის პარლამენტში შესვლით
ოპოზიციის მიმართ სიურპრიზები გრძელდება. ამჯერად, ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან გზავნილები იყო, რომ საქართველოში 2012 წლიდან არის ევროპული კურსი. ეს უნდა გაგრძელდეს, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციის შესვლითა და რეფორმების გატარებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხი მხარს უჭერს პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ პარლამენტში. ამასთან, როგორც მაჭარაშვილი ამბობს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ევროატლანტიკურ კურსს და საქართველოში ნორმალური პროცესების განვითარებას.
„ამ ფონზე, სრულიად ალოგიკურია, როცა ოპოზიციური რადიკალური პარტიები აცხადებენ, რომ ქუჩაში საქმიანობა, აქციები სურთ. ხალხი მხარს უჭერს პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ პარლამენტში. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ევროატლანტიკურ კურსს და ნორმალური პროცესების განვითარებას საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.