გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოების უმრავლესობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ, ამას რომ ხვდებიან, ამიტომ არიან გაგიჟებულები და სურთ რადიკალური პროცესები
გვარამიამ, რომელმაც თქვა, მე ის ნიკა აღარ ვარო, ჰალსტუხი გაიკეთა, სამი დღის წინ მოიხსნა და ზუსტად ის თმაგაწეწილი და მაგინებელი გვარამია მოევლინა ადამიანებს. მათ საზოგადოების უმრავლესობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში რადიკალური პროცესების წარმართვა არავის გამოუვა.
„ჩვენ აქციაზე ვნახეთ, სამწუხაროდ, ცივი იარაღი, გვარამიას რევოლუციური მოწოდებები, ოპოზიციის განცხადებები, რომ შეცვალეს ორგანიზატორების მიზანი და თქვეს, რომ დაუმორჩილებლობა იყოს. მერე ამას არ დაეთანხმნენ იქაური ორგანიზატორები. მათი მიზანი იყო და იქნება რადიკალიზმი და არეულობა, რასაც არ მალავენ. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტი, რომ საზოგადოების უმრავლესობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ. ამას რომ ხვდებიან, ამიტომ არიან გაგიჟებულები და ამიტომ უნდათ, რომ ეს რადიკალური პროცესები იყოს, რაც არ გამოუვათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.