გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს სუვერენიტეტს ყველამ პატივი სცეს და თქვან, გამჭვირვალობა რატომ არის არაევროპული
გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს სუვერენიტეტს ყველამ პატივი სცეს და თქვან, გამჭვირვალობა რატომ არის არაევროპული

ევროპული ღირებულება შინაარსში შესვლაა და ზედაპირული საუბარი არ არის, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, თუ კონკრეტული კითხვები არსებობს, პრემიერ-მინისტრის შეთავაზება არსებობს, ევროკავშირის წარმომადგენელი მობრძანდეს და შინაარსობრივი კითხვები დასვან, რაზეც პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა ევროპული კურსიდან გადახვევა არ არის.

„ისინი ქართულ საზოგადოებას შეცდომაში ისევ ვერ შეიყვანენ. გამჭვირვალობა დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია. კანონპროექტში მხოლოდ გამჭვირვალობა წერია. ევროპული კურსიდან მათ გადაუხვიეს, ვინც შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. ეს არის იმის მაგალითი, რომ ძალადობის წახალისება არ მოხდეს. პარტნიორების მხრიდან ზედაპირული განცხადება არ უნდა გაკეთდეს, რომ კანონპროექტო ხელს არ უწყობს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს სუვერენიტეტს ყველამ პატივი სცეს და თქვან, გამჭვირვალობა რატომ არის არაევროპული?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.