გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს ნებისმიერი წარმატება სალომე ზურაბიშვილის მიერ პირად წარუმატებლობად აღიქმება, დააგროვა ვეტოები და ვეტოვუმენად არის წოდებული
სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი სწორ კანონებს ვეტოს ადებს და არის „ვეტოვუმენად“ წოდებული.
„უნდა შევახსენოთ ზურაბიშვილს ევროკავშირის წარმომადგენლის, ბატონი დენიელსონის სიტყვები, რომელმაც დაახლოებით ოთხი წლის წინ საქართველოში თქვა, როდესაც არსებობს მაღალი კვორუმი დაწესებული ცესკო-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, იქვე უნდა არსებობდეს ეგრეთ წოდებული განბლოკვის მექანიზმი, რათა ოპოზიციამ არ გამოიყენოს ეს ხელოვნურად ჩიხში შესასვლელად. ეს არის ბატონი დენიელსონის სიტყვები. ის, რომ ზურაბიშვილი სხვის დავალებას ასრულებს, გასაგებია და როდესაც პარლამენტში მობრძანდება ბატონი „იმიტომ”, იმას აუცილებლად შევეკითხები, რატომ ჰგონია, რომ ცხრა პარტიის წარმომადგენლობა რომ არის ცესკო-ში, დამოუკიდებლები რომ არიან პროფესიული ნიშნით შერჩეული, იქ შეიძლება იყოს რაიმე ტიპის სუბიექტური გადაწყვეტილება? სალომე ზურაბიშვილს აქვს კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ წარმატებას თუ მიაღწია, ის ამას პირად სუბიექტურ წარუმატებლობად აღიქვამს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებას. ნებისმიერი წარმატება, რომელიც აქვს საქართველოს, მის მიერ აღქმული არის პირად სუბიექტურ წარუმატებლობად. ამიტომაც არის, რომ როდესაც, მათ შორის, კანონმდებლობაში სწორი ცვლილებები შედის ან სწორი კანონია მიღებული, ის ვეტოს ადებს. დააგროვა, აი, ეს ვეტოები. ვეტოვუმენად არის წოდებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.