გურამ მაჭარაშვილი - საქართველო საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და მისი დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, საქართველო საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და მისი დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა თუნდაც იმიტომ იქნებოდა კარგი, რომ დატკბნენ ქვეყნის ბუნებით, წყლებით, ჩვენი სტუმართმოყვარეობითო. სანქციებზე როცა საუბრობთ, ისრაელს, ნატო-ს წევრ ქვეყანას – თურქეთს და ბევრ სხვა ქვეყანას აბრალებთ, რომ სანქცირებული ხომალდები დაფრინავენ რუსეთის მხრიდან.
თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ისრაელს პასუხი გაეცით, რომლებიც, თქვენი გაგებით, თურმე სანქცირებულ ფრენებს ასრულებენ. ჩვენი პარტნიორებისა და საფინანსო ინსტიტუტების განცხადებებით გიპასუხებთ, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და მისი დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს.