გურამ მაჭარაშვილი - საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თავსებადია ევროატლანტიკურ სივრცესთან
საქართველო როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-ს სტრუქტურებთან თავსებადი ძალიან დიდი ხნის წინ იყო, რაც მათივე ხელმძღვანელების განცხადებებიდან ჩანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ქვეყანამ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითა და ჯანმრთელობის ფასად საერთაშორისო მისიებში ყველაფერი გააკეთა ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით.
„რაც შეეხება სამიტს, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თავსებადია ევროატლანტიკურ სივრცესთან, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასაც უთხრეს, რომ არ მიიღებენ ნატო-ში, მათზეა დამოკიდებული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.