გურამ მაჭარაშვილი - საპატრიარქოს განცხადება ემსახურება მიზანს, რომ საპატრიარქოში და ზოგადად, სასულიერო პირებში პოლიტიკა არ იყოს შეტანილი
საპატრიარქოს განცხადება ემსახურება მიზანს, რომ საპატრიარქოში და ზოგადად, სასულიერო პირებში პოლიტიკა არ იყოს შეტანილი. სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან არის პოლიტიკური განცხადებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება, საჯაროდ იყოს გამოხატული ცალკეული სუბიექტური მიდგომები, თუ ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება გააჩნია, მით უმეტეს, მაღალი სასულიერო პირის მხრიდან.
„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს შერიგება, პირველ რიგში, ამისთვის აუცილებელია იმ ადამიანებს გავესაუბროთ, ვინც იმ წლებში დაზარალდა და დაკარგა ქონება, ღირსება, სიცოცხლე. შერიგებაზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება. არ შეიძლება, საჯაროდ იყოს გამოხატული ცალკეული სუბიექტური მიდგომები, თუ ვის როგორი პოლიტიკური გემოვნება გააჩნია, მით უმეტეს, მაღალი სასულიერო პირის მხრიდან. საპატრიარქოს განცხადება ემსახურება მიზანს, რომ საპატრიარქოში და ზოგადად, სასულიერო პირებში პოლიტიკა არ იყოს შეტანილი. სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან არის პოლიტიკური განცხადებები. ის, რომ მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი აზიარა, ამაზე პრეტენზიები არავის გამოუთქვამს. სამწუხაროდ, მან თავისი პოლიტიკური გემოვნება დააფიქსირა, რაც არც მის პრეროგატივაში არ არის და არც სამართლიანი მიდგომაა, მით უფრო ისეთ ადამიანზე, რომლის მიმართაც არა მხოლოდ ქართულ სასამართლოს, არამედ საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება. ყველა ადამიანს აქვს საშუალება მოინანიოს, მაგრამ ეს უნდა იყოს თანაბარი და თანასწორი იმ ადამიანებთან ერთად, ვინც სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დაზარალდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40-დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.