გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ოპოზიცია რადიკალიზმს არ შეცვლის, რადგან დღის წესრიგში სხვა არაფერი აქვთ, განწყობილი არიან დევიზით - რაც უარესი ქვეყნისთვის, მით უკეთესი ჩვენთვის
გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, ოპოზიცია რადიკალიზმს არ შეცვლის, რადგან დღის წესრიგში სხვა არაფერი აქვთ, განწყობილი არიან დევიზით - რაც უარესი ქვეყნისთვის, მით უკეთესი ჩვენთვის

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალიზმი ოპოზიციის თანმდევი პოლიტიკური პროცესია, რადგან დღის წესრიგში სხვა არაფერი აქვთ.

მაჭარაშვილის თქმით, პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას ოპოზიციის წარმომადგენლები ჩასაფრებულის პოზიციიდან სვამდნენ კითხვებს.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია რადიკალიზმს არ შეცვლის და ვერ შეიცვლის. ეს ძალიან კარგად ჩანდა გუშინაც. მარტო იყვნენ და ერთმანეთს ხომ არ დაუწყებდნენ ჩხუბს? სამწუხაროდ, რადიკალიზმი მათი თანმდევი პოლიტიკური პროცესია, რადგან დღის წესრიგში სხვა არაფერი აქვთ. ვნახეთ, რომ მათ მიერ დასმული საკითხები ჩასაფრებულის პოზიციიდან იყო. სამწუხაროდ, მათი ცვლილების მოლოდინი არ მაქვს. მით უფრო, რომ ისინი ვერცერთ საკითხზე ვერ თანხმდებიან. მარტო ის რად ღირს, იმაზეც ვერ შეთანხმდნენ, სხდომა ვის უნდა წაეყვანა. რადიკალიზმი არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, ეს მათ ბუნებაშია, რადგან განწყობილი არიან დევიზით – რაც უარესი ქვეყნისთვის, მით უკეთესი ჩვენთვის“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.