გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, 2008 წლის ომში რომ მენეჯმენტი მოშლილი იყო, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ვხედავდით, ქალაქის მერი ჩადიოდა და სამხედროებს ხელმძღვანელობდა
გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროდ, 2008 წლის ომში რომ მენეჯმენტი მოშლილი იყო, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ვხედავდით, ქალაქის მერი ჩადიოდა და სამხედროებს ხელმძღვანელობდა

სამწუხაროდ, 2008 წლის ომში რომ მენეჯმენტი მოშლილი იყო, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ვხედავდით, ქალაქის მერი ჩადიოდა და სამხედროებს ხელმძღვანელობდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ქურასბედის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, 2008 წელს მენეჯმენტი მოშლილი იყო.

„რა მენეჯმენტზეა საუბარი, როცა ქალაქის მერი ხელმძღვანელობს სამხედროებს და არამხოლოდ ის, ძალიან ბევრი სამოქალაქო პირი. მოშლილი ნამდვილად იყო, მით უმეტეს. რელიეფურად რომ რთულია კოდორის ხეობის მარტივად აღება, ამაშიც ძნელია არ დაეთანხმო. ის არის მაღალჩინოსანი მაშინდელი თავდაცვის სამინისტროსი და რასაც საუბრობს, ამბობს არგუმენტირებულად და იმ კომპლექსური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც მაშინ არსებობდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ქურასბედიანმა განაცხადა: „კოდორის შესანარჩუნებლად ძალები საკმარისი იყო, მაგრამ მართვა, კონტროლი ბოლო დღეებში მოიშალა, არის მეორე მომენტიც, შეიძლება, დამდგარიყო ულტიმატუმი, დათმეთ ან თბილისისკენ გავაგრძელებთ სვლას“.