გურამ მაჭარაშვილი - სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს, შესაბამისად, საბოტაჟის მექანიზმებს უარი უნდა ვუთხრათ და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტო დავძლიოთ
სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს, შესაბამისად, საბოტაჟის მექანიზმებს უარი უნდა ვუთხრათ და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტო დავძლიოთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს.
„სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებმა ვერავითარი არგუმენტი ვერ მოიყვანეს, პასუხი ვერ გაგვცეს, ცესკო-ს გადაწყვეტილებებზე რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასეთი მაღალი კვორუმი და თუ არის, იბლოკება თუ არა გადაწყვეტილებები? მაშინ, რატომ შემოგვაქვს ისეთი მექანიზმი, რომელიც არც ევროპულ ქვეყნებშია და არც ის უნდათ, რომ განბლოკვის მექანიზმი არსებობდეს. ანუ, პირდაპირ უნდა გადავცეთ საბოტაჟის მექანიზმი იმ ოპოზიციას, რომელიც, ბოლო წლებია, საბოტაჟს უწყობს არა მხოლოდ ცესკო-ს, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებს და ამას არც მალავს? სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს. შესაბამისად, საბოტაჟის მექანიზმებს უარი უნდა ვუთხრათ და ვეტო დავძლიოთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.