გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე სასახლეში რომ მიიწვია, რატომ არ ჰკითხა, რატომ აპირებდა ჩინური კომპანიის იმ კონსორციუმში შეყვანას, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა?
სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე სასახლეში რომ მიიწვია, რატომ არ ჰკითხა, რატომ აპირებდა იმ კონსორციუმში, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა ჩინური კომპანიის შეყვანას? – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკა და ევროკავშირი ცდილობენ, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები განავითარონ.
როგორც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, ჩინური ეკონომიკის მცირე ნაწილიც კი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძე სასახლეში რომ მიიწვია, რატომ არ ჰკითხა, ჩინური კომპანიის შეყვანას რატომ აპირებდა იმ კონსორციუმში, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა? მათ ტყუილებს მოკლე ფეხები აქვს. ამერიკა და ევროკავშირი ცდილობენ, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები განავითარონ. აქედან გამომდინარე, საქართველო დაინტერესებულია, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს და ჩინური ეკონომიკის მცირე ნაწილიც კი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ოპოზიციას სწორედ ეს სტკივა, მაგრამ რაც მათ სტკივა, ეს საქართველოს საზოგადოებას ესიამოვნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა 3 ივნისს „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პოლიტიკოსებს მიმართა და თქვა, რომ „ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის. ამიტომ ეს პროცესი არის ერთადერთი შანსი, რომ მოვახდინოთ ამ არჩევნების მოგება“.