გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ რადიკალურ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგება, პოპკორნს მოვიმარაგებთ და ვიხალისებთ, როგორ დაერევიან ერთმანეთს სიებისთვის
სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ სიაში ნომერ პირველი იქნება და რადიკალურ ოპოზიციას სათავეში ჩაუდგება, თუმცა ეს მისთვის არავის შეუთავაზებია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოპკორნს მოვიმარაგებთ და ვიხალისებთ, როგორ დაერევიან ერთმანეთს სიებისთვის, ვინ პირველი იქნება და ვინ – მეორე.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხალხი ზუსტად პარლამენტის სკამისთვის იბრძვის, რომელსაც შემდეგ ტოვებენ. სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ სიაში ნომერ პირველი იქნება და ის ჩაუდგება სათავეში რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა ეს მისთვის არავის შეუთავაზებია და თავად გამოაცხადა თავი პირველ ნომრად. ჩვენ პოპკორნს მოვიმარაგებთ და ვიხალისებთ, როგორ დაერევიან ერთმანეთს სიებისთვის, ვინ პირველი იქნება და ვინ – მეორე. სალომე ზურაბიშვილისგან პროდასავლური და პროევროპული არ ვიცი, მაგრამ პროჭიაბერაშვილი და პროგვარამია, პრორუსული რომ იქნება, დანამდვილებით ვიცი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.