გურამ მაჭარაშვილი - ზურაბიშვილი „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება, პრეზიდენტი, ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილი არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს  
გურამ მაჭარაშვილი - ზურაბიშვილი „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება, პრეზიდენტი, ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილი არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს  

საქართველოს პრეზიდენტი რომ აღარ არის იმ გონორზე, როგორზეც იყო ერთი-ორი თვის წინ, ეს ფაქტია, რადგან კითხვებს პასუხები ვერ გასცა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოსვლის წინა დღეს თქვა, დუმილი დავარღვიეო და ახლა ნახავთ, რა სალომე ზურაბიშვილი გავხდებიო, თუმცა არაფერი თქვა.

„დუმილი თუ დაარღვია, კითხვებს პასუხები რატომ არ გასცა? ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ხალხს შეჰპირდა, „ნაცების“ საწინააღმდეგო ვიქნებიო და „ნაცებთან“ გადავიდა, ევროინტეგრაციაზე ვილაპარაკებო და უცხოეთში თქვა, საქართველოში დემოკრატია არ არისო. „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება. სხვა შემთხვევაში, უკვე სხვა პასუხისმგებლობა დადგება, რადგან არც პრეზიდენტი და არც ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილი არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს. მაშინ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჩაერთვება. იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, მას გვარამია რას უწოდებდა – რეზიდენტთან ერთად. სწორედ ის პატარა კაცი გამოუშვა და ახლა ჩვენ გვეძახის, პატარა კაცებს. ვერავის მივცემთ უფლებას, რომ კონსტიტუცია დაარღვიოს. „ნაცებსა“ და ზურაბიშვილს ერთი პატრონი ჰყავთ. არც „ნაცებს“ უნდოდათ მის ჭკუაზე გავლა, მაგრამ პატრონმა უთხრათ, ახლა ასეა საჭიროო და მისი მითითება შეასრულეს, სხდომას არ დაესწრნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.