გურამ მაჭარაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი ფაქტობრივად დასრულებულია, ცრუპენტელა მოწმე გამოიყვანეს და თავი მოიჭრეს
საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი ფაქტობრივად დასრულებულია, სასამართლოზე ცრუპენტელა მოწმე გამოიყვანეს და თავი მოიჭრეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გამჭვირვალობის კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე კომენტარისას განაცხადა.
„ყველაზე რადიკალურმა ორგანიზაციამ რეგისტრაცია გაიარა და ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი ამითაც დამთავრდა, უკვე სათქმელი არაფერი აქვთ. რა თქმა უნდა, სამართლებრივი მხარე თავიდანვე იყო განწირული დამარცხებისთვის. არ შეიძლება, ამ კანონის კონსტიტუციასთან წინააღდეგობაზე საუბარი იყოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პრეზიდენტის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელებზე განმწესრიგებელ სხდომაზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდა.