გურამ მაჭარაშვილი - სადაც ვაშაძეა, იქ იქნება ილუზიური კაბინეტი, ჩრდილში ყოფნისას გვერდი ხშირად შეიცვალოს, ერთი და იგივე ადგილი რომ არ დაებეჟოს
გურამ მაჭარაშვილი - სადაც ვაშაძეა, იქ იქნება ილუზიური კაბინეტი, ჩრდილში ყოფნისას გვერდი ხშირად შეიცვალოს, ერთი და იგივე ადგილი რომ არ დაებეჟოს

სადაც ვაშაძეა, იქ იქნება არაფორმალური, ჩრდილოვანი და ილუზიური კაბინეტი, რადგან მათ რეალური არაფერი შეუძლიათ. ახლა ხან ჩრდილში იქნებიან, ხან ქოლგის ქვეშ, ხან არაფორმალურად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „იმ შემთხვევაში, თუ ვაშაძეს რეალური პოლიტიკა შემოაკლდება, შემდეგ საუბრობს არაფორმალურზე და ჩრდილოვანზე“.

„ასე გააგრძელებენ 2024 წლამდე და მაშინ მოხდება ზუსტად ამ რადიკალების პოლიტიკური გაუქმება. ამას ყველა ერთად ვნახავთ. ვაშაძემ ჩრდილში ყოფნისას გვერდი ხშირად შეიცვალოს, ერთი და იგივე ადგილი რომ არ დაებეჟოს. ვაშაძეს სხვა რეალური რესურსი არ აქვს, რომელ პარტიაშია, დღემდე არ იცის. პოლიტიკურად განქორწინებული იყო და ისევ დაქორწინდა. ახლა ვაშაძე ყოფილზე დაქორწინდა. 2024 წლამდე ასე მხიარულად მივლენ და ხალხი მათ სახლში გაისტუმრებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმას“ ეყოლება როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ისე ჩრდილოვანი კაბინეტი.