გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილს ისევ ჰგონია, რომ ზევსია და მისი ყველა სიტყვა მყისიერად აღსრულდება, ამ სამყაროდან ვერ გამოდის
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილს ისევ ჰგონია, რომ ზევსია და მისი ყველა სიტყვა მყისიერად აღსრულდება, ამ სამყაროდან ვერ გამოდის

სააკაშვილზე როდესაც ვსაუბრობთ, ერთიანობაზე ვერანაირი შეხედულება ვერ გვექნება, რადგან სამწუხაროდ, ეს ადამიანი დაკავშირებულია გაყოფასთან, – ამის შესახებ „ხახლის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვერანაირი გაერთიანების სათავე ვერ იქნება.

​„სააკაშვილმა ქვეყანა, საზოგადოება გაყო, საკუთარი პარტიაც კი. მისი ბიძის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, გახლეჩილი საქართველო ურჩევნია. ამიტომ, ის ვერანაირი გაერთიანების სათავე ვერ იქნება. გაერთიანება თუ გინდა, ქვეყნის მიმართ სიყვარული უნდა გქონდეს, უნდა შეგეძლოს სინანული, უნდა გაგაჩნდეს ღირსება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ, რაიმე გააერთიანო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, „სააკაშვილმა უნდა დაასახელოს, რომელი ქვეყნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, კომიტეტი, პლატფორმა და უკრაინული ტანსაცმელი ვერაფერს გააერთიანებს“.

„რამდენიმე თვის წინ სააკაშვილმა თქვა, რომ ქართული არაფერი უნდოდა, უკრაინულ ენაზე საუბრობდა, უკრაინის მოქალაქე ვარ და სხვა ქვეყანაშია ჩემი გული და სულიო, ქართული არაფერი მინდაო. ახლა შემოტრიალდა და უნდა, გავერთიანდეთო. რომელი ქვეყნის გარშემო უნდა გავერთიანდეთ, ეს დაასახელოს. კომიტეტი, პლატფორმა და უკრაინული ტანსაცმელი ვერ გააერთიანებს ვერაფერს, მთავარია სინანული შეგეძლოს და შემდეგ შეძლებ გაერთიანებას.

რაც შეეხება ხაზარაძესა და ვაშაძეს, სააკაშვილს ისევ ჰგონია, რომ ზევსია და მისი ყველა სიტყვა მყისიერად აღსრულდება. ჰგონია, რომ ვისაც შეაქებს, ხელზე ემთხვევა და მისი სიტყვები აღსრულდება. ამ სამყაროდან ვერ გამოდის. ვერც ციხემ უშველა, ვერც ოროთახიანმა პალატამ. არის თავის სამყაროში. საზოგადოება სხვა მიმართულებით მიდის, ის სხვა სამყაროში ცხოვრობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.