გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილი უცხოეთის ერთ-ერთ მთავარ აგენტს წარმოადგენს, გადასული არიან გეგმაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ რადიკალურ პროცესებს ითვალისწინებს
სააკაშვილი უცხოეთის ერთ-ერთ მთავარ აგენტს წარმოადგენს. სხვათა შორის, თავის დროზე არც დამალა, როცა თავის პატრონებს შეუთვალა, ოქროს მოწმე ვარ და თუ არ მიშველით, ავლაპარაკდებიო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის გეგმა წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რადიკალურ პროცესებს და არეულობას ითვალისწინებს.
„აღიარებულია, რომ სააკაშვილის დავალებით გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება მოხდა, რაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმის, რომ ეს ხალხი გადასულია გეგმა „ბ“-ზე, რაც წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ რადიკალურ პროცესებს და არეულობას ითვალისწინებს. ასეთი განცხადებები რაც მეტი იქნება, მით უფრო მძაფრი სურვილი იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირონ, როგორც ამ ქვეყანაში მშვიდობის გარანტს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.