გურამ მაჭარაშვილი - სხვა ქვეყნის ინტერესებს როცა ემსახურები, ვერანაირი ქარტია ვერ გიშველის, ერთადერთი, რაც მათ უშველის, არის 26 ოქტომბერი, როდესაც ხალხი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ამ ხალხს
როდესაც შენ ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ვერანაირი ქარტია ვერ გიშველის, ერთადერთი, რაც ამათ უშველის, არის 26 ოქტომბერი, როდესაც ხალხი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ამ ხალხს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„პრეზიდენტის ქარტიას აქვს იგივე მომავალი, რა მომავალიც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის მიერ სულელურად გაჟღერებულ რეფერენდუმს, რადგან იმავე საღამოს თავზე გადაახიეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს რეფერენდუმის საკითხი, ოპოზიციამაც და მათმა ექსპერტებმაც. იგივე ელის ამ ქარტიას, რადგან, როდესაც შენ ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ვერანაირი ქარტია ვერ გიშველის. ერთადერთი, რაც ამათ უშველის, ეს არის 26 ოქტომბერი, როდესაც ხალხი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ამ ხალხს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.