გურამ მაჭარაშვილი - რეალობაა, რომ ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, საქართველო დიდი ხანია, მზად არის წევრობისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატო-ზე
რეალობაა, რომ ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, საქართველო დიდი ხანია, მზად არის წევრობისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატო-ზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ნატო-ს კომუნიკეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა ჩაიწერა და რუსეთის ფედერაციას ისევ მოუწოდეს, რომ საქართველოდან ჯარები გაიყვანოს.
„ნატო-მ საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა და ასევე არის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. იქ ცოტა ვრცელი ტექსტია და ამის მიზეზები გასაგებია, რადგან, სამწუხაროდ, უკრაინაში ომი მიმდინარეობს. თარიღი, თუ როდის უნდა მიიღონ საქართველო ან უკრაინა ნატო-ში, ისევ არ არის დასახელებული. ამიტომ სპეკულაციებს ყველამ თავი დაანებოს, ჩავხედოთ დოკუმენტს და გეოპოლიტიკურ ვითარებას გადავხედოთ. რეალობაა ის, რომ, ნატო-ს სტანდარტების მიხედვით, ჩვენ დიდი ხანია, მზად ვართ ამისთვის, მაგრამ გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატო-ზე.
საქართველოს უახლესი ისტორია ნატო-სთან მიმართებაში ისეთია, რაც არცერთ არა ნატო-ს წევრ ქვეყანას არ აქვს. ბაიდენმა უკრაინასთან მიმართებაში თქვა, რომ უკრაინა ნატო-ში ჩვეულებრივ იქნება მიღებული, როგორც ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნები, ყოველგვარი შეღავათის გარეშე. თუ ბაიდენის პოზიცია გაინტერესებთ, ეს არის, რაც მან ორი კვირის წინ თქვა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.