გურამ მაჭარაშვილი - რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გსურს, უნდა გაითვალისწინო საზოგადოების პოზიცია, რა არის მისთვის მიუღებელი, დაუშვებელი, თუმცა ძალადობას ვგმობ
გურამ მაჭარაშვილი - რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გსურს, უნდა გაითვალისწინო საზოგადოების პოზიცია, რა არის მისთვის მიუღებელი, დაუშვებელი, თუმცა ძალადობას ვგმობ

რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გსურს, უნდა გაითვალისწინო საზოგადოების პოზიცია, რა არის მისთვის მიუღებელი,  – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობას ყოველთვის გმობს.

„საპატრიარქომ და სხვა რელიგიის კონფესიებმაც თქვეს, რომ ძალადობას გმობენ, მაგრამ მათთვის მიუღებელია ასეთი სახის პროპაგანდა. რაიმე სახის საჯარო აქტივობა როცა გინდა, იმ საზოგადოების აბსოლუტური პოზიცია უნდა გაითვალისწინო, რომელიც საჯაროდ გამოხატავს, რომ ეს მათთვის მიუღებელია და არ უნდა გამოიწვიო. გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის არის. ძალადობას ვგმობთ, მაგრამ საქართველოში ასეთი სახის პროპაგანდა მიუღებელია. ყველამ უნდა გაანალიზოს, უმრავლესობისთვის რა არის დაუშვებელი და მიუღებელი. არ დაგვავიწყდეს, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. საწინააღმდეგო პროპაგანდაზე როცა არის საუბარი, ეს არასწორი და ანტიკონსტიტუციურია. ერთსქესიანთა ქორწინებაზე როცა ვსაუბრობთ, კონსტიტუციას უნდა ჩავხედოთ. „თბილისი პრაიდის“ ჩატარების მომხრე არ ვარ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.