გურამ მაჭარაშვილი - რაღაცის დაწვა, ფიზიკური დაპირისპირება, შეურაცხყოფა, ეს არის „ნაციონალების“ ბუნება, რევანში უნდათ, მოსწყურდათ, რომ ადამიანებს როგორც უნდოდათ, ისე ექცეოდნენ
გურამ მაჭარაშვილი - რაღაცის დაწვა, ფიზიკური დაპირისპირება, შეურაცხყოფა, ეს არის „ნაციონალების“ ბუნება, რევანში უნდათ, მოსწყურდათ, რომ ადამიანებს როგორც უნდოდათ, ისე ექცეოდნენ

ხაბეიშვილის რადიკალური პროცესები, რაღაცის დაწვა, ფიზიკური დაპირისპირება, შეურაცხყოფა, ეს არის მათი ბუნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტისთვის ცეცხლის წაკიდებაზე საუბრისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს რევანში სურს.

„მათი საქციელი მეტყველებს იმაზე, რომ ამ ხალხს უნდა რევანში, მოსწყურდათ ის, რომ ადამიანებს როგორც უნდოდათ, ისე ექცეოდნენ, როგორც უნდოდათ, იმას იჭერდნენ, ვისაც უნდოდათ, იმას კლავდნენ და ა.შ. საზოგადოებას ეს საქციელები ახლა კიდევ გაახსენეს ამ ადამიანებმა. ხაბეიშვილის რადიკალური პროცესები, რაღაცის დაწვა, ფიზიკური დაპირისპირება, შეურაცხყოფა, ეს არის მაგათი ბუნება. შესაბამისად, კანონის შინაარსში იმიტომაც არ შედიან, რომ იქ ვერ ნახავენ ვერაფერს არასწორს და არადემოკრატიულს. საზოგადოებამ გუშინ კიდევ ერთხელ დაინახა, რა ფორმებით აპირებს ეს ხალხი შეწინააღმდეგებას და კრიტიკას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.