გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები უცხოეთიდან ცდილობენ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, რევოლუცია, ხელისუფლების უკანონო შეცვლა და ამას აღარც მალავენ
რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები უცხოეთიდან ცდილობენ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, რევოლუცია, ხელისუფლების უკანონო შეცვლა და შემდეგ უკვე მეორე ფრონტი, ამას უკვე აღარც მალავენ, მათ შორის აღარც მათი პატრონები უცხოეთიდან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, როდესაც ერთი ხელით ევროკავშირიდან ხდება მოწოდებები, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, მოხდეს ნორმალური პროცესი ქვეყანაში და მეორე ხელით ევროპარლამენტარი ჩამოდის, რადიკალურ ოპოზიციას უდგება სათავეში და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის დაკავებულ ადამიანს ამხნევებს, ეს არის ანტიდასავლური.
„ევროპარლამენტარი რომ გადის აქციაზე და შეიძლება ითქვას, რომ ჩაანაცვლა საქართველოს ოპოზიცია, ეს ზუსტად ამის მტკიცებულებაა, რომ ისინი გადასული არიან, აქ როგორმე არეულობა მოხდეს. ეს აქ არ მოხდება. პირველ რიგში, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ამას, მაგრამ რაც დრო გადის, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ხვდებიან, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემის მუქარა უკვე ვეღარ მუშაობს, რადგან ყველა მონაცემებით, მათ შორის ევროკომისიის დასკვნებით, საქართველო არის პირველი. ვინმე თუ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის საქართველო და ამ კანდიდატის სტატუსის არმოცემით, საზოგადოება, რა თქმა უნდა, ნეგატიურად განეწყობა ოპოზიციის მიმართ და ევროკავშირის სტრუქტურების მიმართ. იმედი მაქვს, რომ კანდიდატის სტატუსი ექნება საქართველოს, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება და უსამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ იქნება მიღებული, არსებობს ყველა პირობა, რომ ეს ყველა შემთხვევაში რადიკალური ოპოზიციის დამსახურება იქნება და ეს იქნება ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ უკვე მესიჯებს, სიგნალებს, განცხადებებს ქვეყნის გარედანაც და შიგნიდანაც, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემა უკვე ვეღარ მუშაობს და ყველა პირობა არსებობს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ უნდა მიიღოს.
როდესაც ერთი ხელით ევროკავშირიდან ხდება მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, მოხდეს ნორმალური პროცესი ქვეყანაში და მეორე ხელით ევროპარლამენტარი ჩამოდის, რადიკალურ ოპოზიციას უდგება სათავეში, აქციაზე გამოდის და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისთვის დაკავებულ ადამიანს ამხნევებს და ახალისებს რადიკალურ პროცესებს, ბუნებრივია, ეს არის ანტიდასავლური. დასავლური არ არის, როდესაც შენ ამბობ, რომ სუვერენულ ქვეყანას უფლება არ აქვს, თავად გადაწყვიტოს, რა კანონი უნდა მიიღოს და რა – არა. თქვენ ვერ ნახავთ „ხალხის ძალის“ განცხადებაში ვერცერთ ანტიდასავლურ წინადადებას. უსამართლო რაც არის, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვიტყვით და, მე მგონი, თქვენც არ უნდა მოგწონდეთ, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი შელახოს რომელიმე თანამდებობის პირმა, თუნდაც ევროკავშირიდან და თქვენ ამაზე რეაქცია არ გქონდეთ. ევროკავშირშიც იმიტომ გვინდა გაერთიანება და ნებისმიერ ალიანსში, რომ ჩვენი საკუთარი ქვეყანა იყოს სუვერენული, ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდობიანად“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.