გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაში ჩხუბი მიმდინარეობს, ვის რა როლი ექნება არეულობის პროცესში, კეზერაშვილთან შეხვედრაზე ალბათ მთავარ და ეპიზოდურ როლებს გაარჩევენ
მცდელობა აქვთ, საქართველოში იყოს არეულობა. რადიკალურ ოპოზიციაში დიდი ჩხუბი მიმდინარეობს, ვის რა როლი ექნება ამ პროცესში, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ელენე ხოშტარია, გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსზე გაემგზავრნენ.
„კარგად ვიცით, რომ კეზერაშვილმა მათი კვიპროსში ჩასვლა მოითხოვა. ალბათ გარჩევა იქნება, ვის რა როლი აქვს არეულობაში, ვის – მთავარი, ვის – ეპიზოდური. გასაგებია, რომ არეულობის მომხრე ყველაა, მაგრამ ყველას თავისი სუბიექტური მოთხოვნა აქვს – ვინ იქნება შუა ხაზზე, ვინ – ბოლოში, ვინ – მასობრივ როლებში. მილიონებია გადახდილი, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს და იყოს არეულობა. ამისთვის კი რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რაც არ გამოუვათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.